მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ბოკერია: ევროპულ საქართველოში მთავრობა არა ოლიგარქის, ხალხის წინაშეა ვალდებული

ევროპული საქართველო ისეთი საქართველო კი არ იქნება, სადაც ბიუროკრატია ბევრ ფულს ჭამს და ოლიგარქის კაპრიზებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ეგ არ არის ევროპული საქართველო. ევროპული საქართველო არის, სადაც დაბალი გადასახადებია, მთავრობა პატარა და შეზღუდულია, ეფექტური ხელისუფლება კონსტიტუციისა და ხალხის წინაშე რომაა ანგარიშვალდებული და არა ოლიგარქის წინაშე, სადაც ბევრი, თავისუფალი, პასუხისმგებლობის მქონე მცხოვრები ადამიანია. ასეთი საქართველო აუცილებლად იქნება.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია დღევანდელი გამოსვლისას.

კომენტარები