სირია

სირიაზე საჰაერო დარტყმის დროს ტრამპის თვითმფრინავში Star Wars-ი იყო ჩართული

Reuters

აშშ-ის მიერ სირიაზე საჰარეო იერიშის განხორციელების დროს, დონალდ ტრამპი თვითმფრინავში იმყოფებოდა. სირიის საჰაერო ძალების დაბომბვაზე ტრამპმა პირველი კომენტარი სწორედ თვითმფრინავში, საკუთარი კაბინეტის წინ გააკეთა. კომენტარის დროს კი ტრამპის კაბინეტის მისაღებში Star Wars-ის ფრენჩაიზის ბოლო ფილმი, Rogue One: A Star Wars Story იყო ჩართული. ტრამპმა ჟურნალისტებს კომენტარი ფილმში დარტ ვეიდერის პირველი გამოჩენის ფონზე მისცა.

დონალდ ტრამპი და დარტ ვეიდერი:

პრეზიდენტის თვითმფრინავში სირიაზე თავდასხმის დროს ვარსკვლავური ომები იყო ჩართული
ფოტო: Getty Images


ფოტო: AP Photo

თეთრი სახლის სპიკერი შონ სპაისერი და სტარტრუპერები:


ფოტო: Getty Images

ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ორი ავიამზიდებიდან აშშ-მ ქალაქ ჰომსში მდებარე სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის 59 რაკეტა ისროლეს. მომხდარის გამო გლობალურ ბაზრზებზე ნავთობისა და ოქროს ფასი გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, საჰაერო იერიშის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

დაბომბვის საპასუხოდ რუსეთმა აშშ-სთან "საჰაერო მშვიდობის" ხელშეკრულება შეაჩერა. ხელშეკრულება სირიის საჰაერო სივრცეში აშშ-სა და რუსეთს შორის მშვიდობიან მოქმედებასა და ურთიერთადპირისპირების თავიდან აცილებას ემსახურებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-მ ვერ შეძლო იმ ფაქტების მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ლავროვის თქმით, აშშ-ს სამხედრო იერიში იდლიბის ინციდენტამდე ჰქონდა დაგეგმილი.

კომენტარები