პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრემიერი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და უფრო ობიექტური

პრეზიდენტმა წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. შემიძლია, გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორების აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას აფასებს.

კომენტარები