პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი პარტიებს: ნახეთ გამაერთიანებელი იდეა, ამომრჩეველს მიეცით სანდო არჩევანი

მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს: ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ.

ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერიმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველწლიური მოხსენებისას.

კომენტარები