პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი: აქტიურად ელიან სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიაში

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მედიას მიმართა და ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებს "სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესები" უწოდა.

"ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენთაგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ, დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის.

რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები