პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა NATO-ს მომავალ სამიტზე

NATO-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსეპქტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს. შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ ექნება წარმოდგენილი.

მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში - პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა NATO-ს მომავალ სამიტზე - ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

კომენტარები