პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი: ეროვნული წარმოების სტიმულირებისთვის შევქმენით დაგროვების ბარათი

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს. მისი თქმით, ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირებისთვის კამპანია "მოითხოვე ქართული" დაიწყო.

"ქვეყნისთვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემ მიერ დაწყებული კამპანია "მოითხოვე ქართული", რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელიც მომხმარებელს ქართული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მისცემს ქულების დაგროვების შესაძლებლობას", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტისვე თქმით, ამ ბარათის პირველი მფლობელები დეპუტატები გახდებიან.

კომენტარები