გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება

რატიანი: კალაძე არ წარმოადგენდა ქართულ მხარეს, ის წარმოადგენდა გაზპრომის ინტერესებს

შეუძლებელია, რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას პარლამენტმა არ გაუკეთოს შეფასება. ამ ყველაფერს გაურბიხართ. ჩვენ ხომ გვახსოვს, ერთი წლის წინ კალაძე ლობირებდა გაზპრომს, როდესაც ატყუებდა ქართველ ხალხს, რომ თურმე, აზერბაიჯანს არ შეუძლია გაზის მოწოდება. ეს იყო ტყუილი და დანაშაული, რომელიც გაატარა თქვენმა უმრავლესობამ და კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრია. გასულ წელს კალაძე არ წარმოადგენდა ქართულ მხარეს, ის წარმოადგენდა გაზპრომის ინტერესებს. უნდა შედგეს ნდობის ჯგუფი, რომ პარლამენტის წევრებს მიეცეთ საშუალება, ნახონ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხელშეკრულება და ყველამ ვნახოთ, თუ რა მასშტაბის არის ეს ზიანი, რასთან გვაქვს საქმე - კორუფციასთან, ნაციონალური ინტერესების პირდაპირ ღალატთან, თუ უუნარობასთან?

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატინის, გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები