თავისუფალი ვაჭრობა

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო გაფორმების საკითხს საქართველო შეისწავლის

ტაბულა

ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხს საქართველო შეისწავლის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, რომ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, თურქეთთან, ასევე ევროკავშირთან, ეფტასთან და ასევე ცოტახანში, სავარაუდოდ, მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს ჩინეთთან და ჰონკონგთან. გვინდა, დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით, ამისთვის, ნიუ დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით. ეს პოტენციალი ბოლომდე გამოსაყენებელია",- თქვა პრემიერმა.

კომენტარები