6 აპრილს, თბილისის ცხრა რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის 9 რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

10-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბზვანელის და ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10-დან 17-მდე შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10-დან 16-მდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის, პეკინის, ვაჟა-ფშაველას გამზირების (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13-დან 17-მდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელ ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზის და ფერმწერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: სტანისლავსკის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30-დან 17-მდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ცოტნე დადიანის, იმერეთის, ბენდელიანის, ჯავის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, პეტრე გრუზინსკის, მოლოკოვის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ჭყონდიდელის და ხრესილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12-დან 13-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13-დან 14-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის, სამრეკლოს, სპარტაკის, ურიცკის, მაცეხის, კალატოზის, ქედის, შემოვლის, ორხევის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, სამოქალაქოს და იორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10-დან 18-მდე შეზღუდვა შეეხება: ცხრა ძმის, ყირიმის, აფხაზეთის, ლაილაშის, ხონის, აბაშის, ლანჩხუთის და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12-დან 13-მდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების და მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები