სირიის კონფლიქტი

რუსეთი სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაში აჯანყებულებს ადანაშაულებს

რუსეთი ჩრდილოეთ სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაში, რომელმაც ათობით მოქალაქე იმსხვერპლა, აჯანყებულებს ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები კი ამბობენ, რომ სირიულმა თვითმფრინავებმა ჩაყარეს ქიმიური იარაღები, რასაც დამასკი უარყოფს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი იყენებს უკანონო იარაღებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ბრიტანეთის სირიული ობსერვატორიის ინფორმაციით, თავდასხმამ 72 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 20 ბავშვია.

გაეროს უშიშროების საბჭო შემთხვევასთან დაკავშირებით დღე საგანგებო შეხვედრებს გამართავს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტამპმა მომხდარი დაგმო და სირიის პრეზიდენტის "საზარელი ქმედება" უწოდა. სახელმწიფო მდივანმაც, რექს ტილერსონმა სირიის ხელისუფლება "სასტიკ და აშკარა ბარბაროსობაში" დაადანაშაულა.

სირიაში კონფლიქტი 6-ზე მეტი წელია, გრძელდება და პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ ჩანს. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა 5 მილიონამდე სირიელმა დატოვა, 6 მილიონზე მეტი კი ქვეყნის შიგნით გახდა დევნილი. დაიღუპა 250 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები