სირიის კონფლიქტი

კანადამ და ავსტრალიამ აშშ-ის, ბრიტანეთსა და საფრანგეთს, სირიის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს

დამასკოს ცა, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს
Hassan Ammar / AP Photo

კანადისა და ავსტრალიის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო კავშირის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. 

7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც დღეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიის დედაქალას გაერთიანებული სამხედრო ძალებით დაესხა თავს.  


კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, განცხადებით, კანადა მხარს უჭერს 3 ქვეყნის გადაწყვეტილებას "საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური იარაღის გამო ჩატარებული სამხედრო აქტის" შესახებ. 

გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი მარიზ პეინიც. 

"ავსტრალია მხარს უჭერს ამ იერიშს, რომელიც წარმოადგენს იმავე კალიბრის, პროპორციულ და შესაფერის პასუხს. მათ ასადის რეჟიმსა და მისი ზურგის გამმაგრებლებს, რუსეთსა და ირანს, უნიკალური მესიჯი გაუგზავნეს იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას შემწყნარებლურად არ მიუდგებიან,"- აცხადებს პეინი. 

აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებით, ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეურაცხყოფაა, რომელიც მიუღებელია და ამას აუცილებლად მოყვება შესაფერისი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებელი აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ მიერ კონტროლირებად არც საჰაერო და არც სახმელეთო ტერიტორიაზე იერიში არ განხორციელებულა. 

სირიაზე შეტევას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისევე, როგორც სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

სირია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სამხედრო ძალებმა დიდი რაოდენობით სარაკეტო საშუალებების მოგერიება შეძლეს. 

კომენტარები