IRI-ს კვლევა

IRI: მოსახლეობის 33 %-ს არ აქვს პასუხი რა ნაბიჯებს ელიან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

Getty Images

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 33 %-ს არ აქვს პასუხი რა ნაბიჯებს ელიან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. 

მოსახლეობის 22 % ეკონომიკურ განვითარებას ელის, 11 % კი საერთოდ არაფერს. ტურიზმის განვითარებას ელოდება მოსახლეობის 9 %, ახალი სამუშაოების შექმნას კი 6 %.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები