ქურდობა

ქუთაისის მერის ცოლის მანქანა გაქურდეს

Getty Images

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ცოლის ავტომობილი გაქურდეს - ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მათივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები