თამბაქო

შესაძლოა, თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდეს

MSN

შესაძლოა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდეს - დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის კანონპროექტი დარეგისტრირდება.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის გადახდა იმ ადგილის მესაკუთრეს მოუწევს, სადაც კანონი დაირღვევა.

"კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას იმ დათქმით, რომ თუ ეს მაინც განხორციელდება, დაჯარიმდება ის იურიდიული პირი, სადაც აკრძალულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევა მოხდება. დაახლოებით, 5000 ლარამდეა ჯარიმა. შესაბამისი რეკლამების აკრძალვა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაც მოხდება“,- ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი რ2-თან საუბარში.

ბიუროს სხდომა პარლამენტში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები