დღეს, 3 აპრილს, თბილისის რამდენიმე რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, ნაძალადევის, გლდანის, ჩუღურეთის, სამგორის, ისნის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის და მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაიშის, ლანჩხუთის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის და ლებარდოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და წმინდა ბარბარეს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, ტყემალაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბეთის, მესხეთის, ყვარელის, წალენჯიხის და ტოლენჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





