დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2016 წელს ქურდობა და ოჯახში ძალადობა გაიზარდა, ყაჩაღობა და ძარცვა კი შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელთან შედარებით 2016 წელს ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. ასევე, გაზრდილია ნარკოტიკების შეძენის, შენახვის ან გასაღების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ცივი იარაღის ტარებისა და მკვლელობის შემთხვევებიც. 

ქურდობა გაზრდილია 418-ით
ოჯახური ძალადობა - 393-ით
ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღება - 361-ით
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა - 260-ით
ცივი იარაღის ტარება - 112-ით
მკვლელობა - 3-ით

ამავე სტატისტიკის თანახმად, გასულ წელთან შედარებით 2016 წელს დანაშაულის კლება დაფიქსირდა შემდეგ დანაშაულებზე:

ყაჩაღობა შემცირებულია 100-ით
ძარცვა - 70-ით
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - 62
ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 76-ით
ხულიგნობა - 33-ით
მკვლელობის მცდელობა - 37-ით

შსს-ის დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეგისტრირებულია 35 997 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 57,4%, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეგისტრირებულია 35 096, მათგან გახსნილია 60,34%.

კომენტარები