სახელმწიფო ენა

ჯეჯელავა: საუბარია, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი წელს შეიქმნება

როგორც ვიცი, პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი შეიქმნას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ სწორი ფორმით შეიქმნას, რადგან ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის ხელის შემშლელი კი არა, ხელის შემწყობი იყოს. როდესაც ენის დეპარტამენტი არსებობდა, ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ ის, მაგალითად, რომელ მაღაზიას რა ეწერა, ამით იყო დაკავებული. ახლა ამ კანონის (სახელმწიფო ენის შესახებ) შესაბამისად უნდა შეიქმნას. ჩვენს ენას ბევრი მიმართულებით სჭირდება განვითარება, საჭიროა თარგმანი, როგორც მეცნიერების, ისე ტექნოლოგიის და ა.შ. ტერმინები არ გვაქვს ბევრი და ამიტომ ინგლისურებს ვურევთ საუბარში, რაც არ შეიძლება. ახლა მთავარია, სწორ ფორმატზე ჩამოვყალიბდეთ, რომ არც გადაჭარბებულ-ხარჯიანი იყოს, არც ისეთი ფუნქციები ჰქონდეს, რომელიც რაიმეს ხელს შეუშლის და ამავე დროს, შეძლონ ენის განვითარება, რაც კანონით მთავარი ამოცანაა... თანხები მოინახება. საუბარია, რომ დეპარტამენტი წელს შეიქმნება, ზუსტად ვერ გეტყვით.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აიპრესთან საუბარში.

კომენტარები