NATO

ტილერსონი: NATO-ს მთავარი ამოცანა ტერორიზმთან და რუსეთის აგრესიისთან ბრძოლა უნდა იყოს

Reuters

ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ NATO-ს ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა და "რუსეთის აგრესიისთვის" წინააღმდეგობის გაწევა უნდა იყოს.

"ჩვენი ამოცანების სიის პირველ ნომრად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება უნდა იყოს, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის და ალიანსის პარტნიორებისთვის. ამასთანავე, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაც უნდა დარჩეს", - აღნიშნა რექს ტილერსონმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2% უნდა შეიტანოს. 

ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი პირველად ესწრება.

კომენტარები