მარგველაშვილი IRI-ის კვლევაზე: პრეზიდენტის არჩევაზე გზავნილი უნდა გაიზიარონ

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იწონებს IRI-ის კვლევის იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მხარს მოსახლეობის 92% უჭერს.

"ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ თავისი პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს, დააფიქსირა ნათელი გზავნილი, რომ იმ უფლების შენარჩუნება, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა ტრადიციულად ქვეყნის მეთაურის არჩევასთან დაკავშირებით, კვლავ ქართველი ხალხის ინტერესშია. ასეთი ნათელი გზავნილი, ბუნებრივია, უნდა იქნას გაზიარებული", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

IRI-ის სრული კვლევა 3 აპრილს გამოქვეყნდება.

კომენტარები