თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის და საბურთალოს, სამგორის, დიდუბის, გლდანის, ისნის და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.
ვაკის და საბურთალოს რაიონები
10:00-დან 17:00-მდე შუალედში 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00-დან 14:30-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის "დ" ქუჩის და ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
10:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12:00-დან 13:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სპირიდონ კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის I, II, III შესახვევების, გორგასლის, წინანაურის, მელქაძის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





