გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: შესაძლოა, გათავისუფლების შემთხვევაში, მამა გიორგი მოწმეებს გაურიგდეს

მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი, შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან. ასევე შეეცდება მიმალვას, ვინაიდან გვაქვს დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მის კავშირებზე.

პროკურორი ზვიად გუბელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ცნობისთვის, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მამა გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები