თბილისის 5 რაიონს 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Creative commons

თბილისის ხუთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუთათელაძის, თაბუკაშვილის და ბროსეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18  საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მაცხოვრებლებს.

კომენტარები