თბილისის ოთხ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 20 მარტს, თბილისის ოთხი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, ვაკის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენას ასახელებს. 

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა შესახვევის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგებში „მეტრა დეველოპმენტის“ დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის ქუჩის №13-ის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები