ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-მ თემატური ჯგუფების ხელმძღვანელები აირჩია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს თემატური სამუშაო ჯგუფები განსაზღვრა და მათი ხელმძღვანელები აირჩია.

საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმარათულებას - რომან გოცირიძე, სამართლებრივ საკითხებს - ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებებს - მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვას და სოციალურ საკითხებს - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკურ მიმართულებას - აკაკი მინაშვილი, რეგიონულ მიმართულებას - დავით კირკიტაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების განსაზღვრას - ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას - კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას - მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობას - გიორგი პატარაია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივსა და ინოვაციებს - ნინო ლაპიშვილი, ანტიკორუფციულს - გიორგი ონიანი, კულტურას - გიორგი როინიშვილი, დევნილების მიმართულებას - ბესო წერედიანი.

ხელმძღვანელები ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ტაბულას ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე წარდგენილი იყო ნუგზარ წიკლაურის (რეგიონალური მიმართულება), ეკა ხერხეულიძის (ადამიანის უფლებების მიმართულება), ასევე გრიგოლ ვაშაძის (ჯანდაცვის და კულტურის მიმართულება) კანდიდატურები.

ტაბულა დაინტერესდა, თუ რატომ არ აირჩიეს ხსენებული წევრები ამა თუ იმ მიმართულების ხელმძღვანელებად. ნუგზარ წიკლაურის თქმით, ამის მიზეზი არ იცის, რადგან დისკუსია ამ თემაზე არ ყოფილა და "იყო ჩვეულებრივი არჩევნები". ეკა ხერხეულიძესა და გრიგოლ ვაშაძესთან ჯერჯერობით დაკავშირება ვერ მოხერხდა.

კომენტარები