თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA)
მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ - ვან გოგის, სეზანის, პიკასოს, მატისის, მაგრიტის, პოლოკის და ვორჰოლის ნამუშევრები. ასევე, მუზეუმში არქიტექტურისა და დიზაინის, 22000 ფილმისა და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ნამუშევრების ხილვა შეგეძლებათ.
მუზეუმის შენობის არქიტექტორი-იოშიო ტანაგუჩი.

ფოტო: http://uzeeum.com
მუზეუმში ვიზიტის დეტალები, შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები იხილეთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
ნიუ იორკის საკულტო მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია. მუზეუმის სტუმრობის დროს, საჭიროა ფოკუსირდეთ რომელიმე ერთ მიმდინარეობაზე, რადგან ყველაფრის დათვალიერებას ვერ მოასწრებთ და პარალელურად, დაიღლებით.

ფოტო: wordpress.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
Guggenheim
Guggenheim-ის მუზეუმში სტუმრობის დროს, შეგიძლიათ დაათვალიეროთ იმპრესიონისტების და პოსტიმპრესიონისტების კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები. მუზეუმში შეგეძლიებათ იხილოთ ფრენსის ბეკონისა და ლუი ბურჟუას ნამუშევრები.

ფოტო: wp.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
პარიზილუვრის მუზეუმი
ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმია. პარიზის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა დაყოფილია ბერძნულ, რომაულ, ეგვიპტურ, ანტიკურ, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. ლუვრის მუზემში დაახლოებით, 40 000 ნამუშევარია.
ფოტო: oteis.fr
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
მარმოტან-კლოდ მონეს მუზეუმი
პარიზის კიდევ ერთი "მარგალიტი" მარმოტან-კლოდ მონეს მუზეუმია. მუზეუმი, რომელშიც მონეს ყველაზე დიდი კოლექცია ინახება. კლოდ მონეს ნამუშევრებთან ერთად, მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ლოტრეკის, კუნსისა და ბეკონის ნამუშევრები.

ფოტო: parisinfo.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
რომივატიკანის მუზეუმები
ვატიკანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას სექციები.

ფოტო: danyellemishelle / wordpress.com
მუზეუმში ვიზიტის დეტალები იხილეთ ვატიკანის ოფიციალურ ვებგვერდზე
ბორგეზეს გალერეა
ბორგეზეს გალერაში 40 დარბაზია. შესასვლელ სართულზე მეცხრამეტე საუკუნის ექსპონატებია, ზედა დონე კი მეოცე საუკუნეს ეთმობა. გალერეის საკუთრებაში 4400 ფერწერული ტილო და ქანდაკებაა. ასევე, 13000 ნახატი და გრავიურა.
ფოტო: wikimedia.org
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ გალერეის ოფიციალურ ვებგვერდზე
ლონდონივიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმია. მუზეუმში შესვლა უფასოა.
ბრიტანეთის ეროვნული გალერეა
მუზეუმში დასავლეთ ევროპის ფერწერის 2000-ზე მეტი ნიმუში ინახება.
ფოტო: nationalgallery.org.uk
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
თანამედროვე ხელოვნების ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი (TATE)
გალერეები მოთავსებულია შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე. პერმანენტულ გამოფენებზე შესვლა უფასოა.

ფოტო: timeout.com/
პრადოს მუზეუმი
პრადოს მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია. მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ველასკესის, რუბენსის, ბოსხის, ტიციანის, რაფაელის ნამუშევრები. ასევე, მცირე დარბაზებში შეგიძლიათ ნახოთ მიროს, დალის და პიკასოს რამდენიმე ნახატი.

ფოტო: nattivus.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
დედოფალ სოფიას მუზეუმი
დედოფალ სოფიას მუზეუმი, ცნობილი როგორც, რეინა სოფიას მუზეუმი მეოცე საუკუნის ხელოვნების ეროვნული გალერეაა. სხვა ნამუშევრებთან ერთად, რეინა სოფიაში შეგიძლიათ იხილოთ დალისა, პიკასოს, მიროსა და ტაპიეს ნამუშევრები.
ფოტო: http://compositesandarchitecture.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
ბარსელონაბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
მუზეუმში ძირითადად გასული 60 წლის განმავლობაში კატალონიელი და ესპანელი მხატვრებისა და სკულპტორების ნამუშევრებს იხილავთ.
მუზეუმის შენობის არქიტექტორი რიჩარდ მეიერია.

ფოტო: pinimg.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
პიკასოს მუზეუმი
პაბლო პიკასომ საკუთარი შემოქმედების დაწყებითი ეტაპი ბარსელონაში გაატარა. ბარსელონის მუზეუმში ინახება მხატვრის სკეტჩები, ნახაზები, ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები.
ფოტო: visitbarcelona.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე
სანქტ-პეტერბურგიერმიტაჟი
ერმიტაჟი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი მუზეუმია. მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, რემბრანდტის, პუსენის, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები.

ფოტო: saint-petersburg.com
მუზეუმში შესვლის საფასური და ხელოვნების სექციები შეგიძლიათ ნახოთ მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე




