დღეს, თბილისის შვიდ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

თბილისის რამდენიმე რაიონს, დღეს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, საბურთალოს, დიდგორის, ისნის და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას, გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და აღრიცხვის კვანძის შეცვლას ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, კუფტინის, ანტონ კათალიკოსის, ლერმონტოვის, საიათნოვას, ბეთლემის, ახოსპირელის და ჩიხლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, კრწანისის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის და ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

13:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, ტაბახმელის, კიკეთის, ბეთანიის და სამადლოს მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები