აქცია ბათუმში

ბოკერია ენმ-ს: სასარგებლო სიბრიყვე ბიძინა ივანიშვილს სჭირდება და ის მას იყენებს

ძალიან ცუდია თუ ოპოზიციის ნაწილი იქცევა სასარგებლო ბრიყვებად ხელისუფლებისთვის. სასარგებლო სიბრიყვე ბიძინა ივანიშვილს სჭირდება და ის მას იყენებს, რომ ახლა აბსოლუტურად დემაგოგიურად გადააბრალოს ეს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც პოლიტიკური სიბრიყვე გამოიჩინა აშკარად და თქვას, რომ ეს მათი ბრალია [არეულობა]. ეს არის სისულელე, რა თქმა უნდა, ეს ნაციონალური მოძრაობის ბრალი არ არის. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტია თუ არ უნდა, რომ ხელი შეუწყოს ივანიშვილს, რომ ესეთი საბაბი მისცეს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები