ბათუმის აქცია

ჯეჯელავა: ენმ თავის პოლიტიკურ მიზნებს ქვეყნის სიმშვიდეზე წინ აყენებს

ალექსანდრე ჯეჯელავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სიმშვიდეზე წინ თავის პოლიტიკურ მიზნებს აყენებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, გვაქვს ეჭვი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები, კონფლიქტი, რომელიც იქ შეიქმნა, იქნა გამოყენებული - ამის დასტურია ნაციონალური მოძრაობის განცხადებები შემდგომ დღეებში. თავის პოლიტიკურ მიზნებს აყენებენ უფრო წინ, ვიდრე ქვეყნის ან რომელიმე რეგიონის სიმშვიდეს, რაც ძალიან სამწუხაროა", - თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკაშირებით, ენმ-ის წევრმა, ირაკლი ჩხვირკიამ შეუთანხმებელი განცხადებები გააკეთა და ის პარტიიდან გარიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკია 11-12 მარტს ბათუმში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. მან ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და შსს-დან მისი გათავისუფლება, ასევე, აქციის მონაწილეებისათვის ხელშეუხებლობა მოითხოვა. მან ხელისუფლებას ამისთვის 1.5 საათი მისცა.

კომენტარები