ბათუმის აქცია

შავგულიძე: ასეთი საპროტესტო მუხტის გაჩენა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

ძნელია იმის დანამდვილებით თქმა, ეს პროტესტი პროვოცირებული და მართული იყო, თუ მართლა სპონტანურად განვითარდა პოლიციის არასათანადო მოქმედებების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ აჭარაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, იმდენად დიდია უკმაყოფილების განცდა და საპროტესტო მუხტი ხელისუფლების მიმართ, რომ შესაძლებელი გახდა დროის ასეთ მცირე პერიოდში ესოდენ მასშტაბური და აგრესიული საპროტესტო მოქმედებების განხორციელება. ასეთი ძლიერი პროტესტის გაჩენა აჭარის საზოგადოებაში, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის და მოქმედებების შედეგია (ეკონომიკური პრობლემები, უსამართლობა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხეების ცინიკურად წინ და უკან ტარება და სხვა...) და წუხანდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება.

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე ბათუმი გუშინ გამართულ აქციაზე

კომენტარები