ე.წ. არჩევნები აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში

ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ არჩევნებზე: არალეგიტიმური პროცესია

ეს გახლავთ არალეგიტიმური ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მსგავსი პროცესი ოკუპაციის პირობებში. ამ არალეგიტიმურობას განაპირობებს, ერთის მხრივ, ის, რომ არც პროცესს და არც მის შედეგებს, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. არ და ვერ იქნება ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 

მათ არ აქვს საერთო ხალხის ნებასთან იმ პირობებში, როდესაც ასიათასობით ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან და ამ რეგიონებზე ვრცელდება რუსეთის მკაცრი და ექსკლუზიური კონტროლი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ხვალ, 12 მარტს, ე.წ. "საპარლამენტო არჩევნები" გაიმართება

კომენტარები