თბილისის მერი, დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. დავით ნარმანიას თქმით, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ პირებს, თბილისის მერია დროებით, ბინის ქირას გადაუხდის.
"დღეს, დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამით, მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება. მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში. თუმცა, არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ",- აღნიშნა თბილისის მერმა.
გუშინ, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა.





