13 მარტს, ელექტრომომარაგების მიწოდება თბილისის 7 რაიონს დროებით შეეზღუდება

newcastle.gov.za

13 მარტს, თბილისის შვიდი რაიონის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, საბურთალოს, ვაკის, ნაძალადევის გლდანის, ისნის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10:00-იდან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევი რაიონი

14:00-იდან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

15:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის და ბარამიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12:00-დან 14:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00-იდან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

14:00-დან 15:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომენტარები