დღეს, 10 მარტს, თბილისის ოთხ რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის, სამგორის, საბურთალოს და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას, გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და ჯანსუღ კახიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, რკინიგზის ჩიხის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, ხვიჩიას, იოსებიძის, კოსტავას, შარტავას და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, რეხის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, კაკაბაძის, ჩარგლის, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





