საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამოკითხვებში მაკრონი პირველად ლიდერობს

ემანუელ მაკრონი
Getty Images

უკანასკნელი გამოკითხვების შედეგად, საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა პირველად გაუსწრო ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს.

გამოკითხვის შედეგად, მაკრონი პირველ ტურში ხმების 26 %-ს მიიღებს, მარინ ლე პენი - 25 %-ს, რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი 20 %-ით მესამე ადგილს დაიკავებს. ამავე გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში მაკრონი ხმების 65 %-ს მიიღებს, მარინ ლე პენი კი 35 %-ს. 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. მასში ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი იქნებიან. გამოკითხვების მიხედვით არჩევნების პირველი ტურის ფავორიტად ამ დრომდე მარინ ლე პენი მიიჩნეოდა, მეორე ტურის ფავორიტად კი ემანუელ მაკრონი ითვლება. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

კომენტარები