ე.წ. ციანიდის საქმე

აბესაძე: უნდა დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები აშკარად არ ადასტურებს და, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელსაც ჯერ მთავარი პროკურორი და შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სთავაზობდა საზოგადოებას. როგორც ჩანს, მიზანმიმართულად სურდათ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის გარკვეული მოსაზრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შესწავლილი იყოს მთავარი პროკურორის მონაწილეობის როლი ამ საქმეში. ხომ არ ჰქონდა ადგილი მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ხომ არ ჰქონდა მანიპულაციას სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებით. უნდა დადგეს მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის და შემდგომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, თუკი ამას დაადასტურებს საპროკურორო საბჭო. ჩვენი წარმომადგენელი საპროკურორო საბჭოში აუცილებლად მოითხოვს აღნიშნულ საკითხს და იძულებული იქნებიან დანიშნონ სპეციალური პროკურორი, რომელსაც მოუწევს შოთაძის საქმიანობის შესწავლა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

კომენტარები