ავტოსაგზაო შემთხვევა

სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Getty Images

კახეთში, სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ტრეილერი მოსახვევში ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, ხოლო პროლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მთვრალ მდგომარეობაში.

კომენტარები