7 მარტს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 7 მარტს, თბილისის რამდენიმე რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, ჩუღურეთის, დიდუბის, გლდანის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

12:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის, უბილავას, ზურაბიშვილის და ნოსირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის, ალავერდის და ცაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00-დან 12:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, ჯაბიძის და ხევისპირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხარაძის, ხევძმარის, ხიზამბარელის, სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 12:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, სამოცდამეცამეტე, მაღალაშვილის, ველისციხის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები