ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ბუღაძემ თამარის გმობით დაიწყო კარიერა, რა გასაკვირია, მე მგმობდეს?

ამ დღეებში გამოჩნდა, წითელი ინტელიგენციის შედარებით ახალგაზრდა თაობის ერთმა ნაწილმა, (თუმცა საკმაო ასაკშიც არიან ეგენი) და ყველა ჯურის კომფორმისტმა გადაწყვიტა, რომ ”რუსთავი 2 ”-ის საქმე უკვე წასულია და ძირითადად დაკავდნენ ჩემზე და ”ნაციონალურ მოძრაობაზე” თავდასხმით. უნდა ვთქვა ახლა, გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში, რატომღაც ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მაგის ნაწერი მე მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ მახსოვს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდზე უგანეს ჩვენს ქვეყანას. მე ვამბობ, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც საუბარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო, შენ როცა არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, აბსოლუტურად არაწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო თავისი კარიერა და მე რომ მგმობდეს რა გასაკვირია? უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ სიმწრით შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც შენატრის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა. მარტო ის რად ღირს, რომ ყველა რეიტინგით საქართველო საერთოდ სხვა ლიგაში თამაშობს”, - განაცხადა სააკაშვილმა და საქართველოს წარმატებულ რეიტინგებზე ისაუბრა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ”ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები