რუსთავი 2-ის საქმე

კათოლიკე ეკლესია საქართველოში რუსთავი 2-თან დაკავშირებით კითხვებს სვამს

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

კათოლიკე ეკლესია საქართველოში რუსთავი 2-თან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და კითხვებს სვამს.

"კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკლესია საერო ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის იცავს მიუმხრობლობის პრინციპს და სასამართლოს გადაწყვეტილების რაიმენაირი შეფასების სურვილის გარეშე სვამს კითხვებს, რომლებიც სპონტანურად იბადება მსგავს შემთხვევებში:

ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება, ყოველი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დაცვის საუნჯე? 

ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რათა ეს საუნჯე ძვირად ფასობდეს ყველას თვალში და ყოველი ჩვენგანი ესარჩლებოდეს მას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

კომენტარები