ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა რუსთავი 2-ის ეზოში დასრულდა. პარტიის წევრის ნიკა მელის თქმით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკოორდინაციო საბჭოსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციას გამართავენ.
"თუკი შევთანხმდებით სამოქმედო გეგმაზე, გეგმა, რომელიც არსებობს, მოვა თანხვედრაში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, 15 საათზე ვამცნობთ ამის შესახებ საზოგადოებას. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 14 საათზე უკვე ჩანიშნულია 9 პარტიის მონაწილეობით. სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეპატიჟებით ამ სხდომაზე. კონკრეტული გეგმა ეხება ოლიგარქიული წყობილების არდაშვებას", - თქვა ნიკა მელიამ.




