რუსთავი 2-ის სქმე

ხალვაში: აუცილებელია აუდიტის ჩარევაც, ახალი მენეჯმენტი სხვის დანაშაულს ვერ მიიღებს

რაც შეეხება აღსრულებას, მე გავივლი კონსულტაციას ჩემს ადვოკატებთან და რაც კანონის ფარგლებში ჯდება და რაც ჩვენი კომპანიის საქმიანობას არ დააზიანებს, იმის მიხედვით გავაკეთებ სტრატეგიას და შევეცდებით, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. 

ცვლილებები კომპანიაში არ არის მარტივი პროცესი. გუნდი იქ არსებობს, მაგ გუნდთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის ვიქნებით მისაღები და ვინ დარჩება. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ დიდი ცვლილებები მოსალოდნელი იქნება. შესაბამისად, სიტუაციის ანალიზის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, ვიფიქროთ და მაქსიმალურად მინიმალურ დროში მივიღოთ მისაღები გადაწყვეტილება კომპანიისთვის. თუ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, რუსთავი 2-დან არავის გაშვებას არ ვაპირებთ. 

კომპანია კომერციული ორგანიზაციაა და თუ რაღაც არ აქვს გაკეთებული, რომელიც საზარალოა ქვეყნისთვის ან კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა თუ საწინააღმდეგოდ, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. აუცილებელია აუდიტის სამსახურის ჩარევაც, რადგან ახალი მენეჯმენტი სხვის დანაშაულს ვერ მიიღებს.

ამის შესახებ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ისაუბრა.

კომენტარები