ვერ დავიწყებ ზოგიერთებივით ვერსიების წინასწარ გადმოფენას, არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ამის უკან შეიძლება, ხელისუფლება იყოს, ვთქვათ, რაც ჟურნალისტების უმეტესობას აინტერესებს - ხელისუფლება ხომ არ არის? როგორ გითხრათ, მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, არ მაქვს არანაირი საფუძველი. განა იმიტომ, რაღაც მაამებლური დამოკიდებულება მაქვს ხელისუფლების მიმართ, ვინც იცის ჩემი წარსული, ძალიან ავკარგიანი ურთიერთობა მქონია ხელისუფლებასთან, როცა ისინი ამას იმსახურებდნენ, მაგრამ დღეს რომ ასე ვთქვათ, სიამტკბილობაშია ეკლესია ხელისუფლებასთან, მე არ მახსენდება პერიოდი, რომ ასეთი კარგი ურთიერთოიბა ჰქონოდა ეკლესიას ხელისუფლებასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, რატომ შეიძლება, დასჭირვებოდა ხელისუფლებას ეს ყველაფერი?
tbl.ge/27n3
დაკოპირდა

ლაზეთისა და ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი მედიასთან შეხვედრაზე, ე.წ ციანიდის საქმის შესახებ.
ამავე თემაზე
- "3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა
- პირს, ვინც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა
- 1 არხი: საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა
- საქართველოს საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია
- მეუფე ანტონი: სინოდზე დავაყენებთ ბავშვების წამლის, პატიმრობების საკითხებს




