საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: ილია II-ს ვეუბნებოდი - ვგრძნობ, ეს შავი ღრუბელი ჩემს თავზეა თავმოყრილი

ეს ალბათ არაკეთილმოსურნეების ერთგვარი ჩანაფიქრია... მე მის უწმიდესობას გერმანიაში ყოფნის დროს იმასაც ვეუბნებოდი, რომ ერთ რამეს ვგრძნობ, ეს ერთგვარი შავი ღრუბელი ვხედავ, რომ ჩემს თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ, მთელი გულწრფელობით, დღესაც არ ვიცი, რატომ. ალბათ, ამას მომავალი გვიჩვენებს. როგორც ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტებაო. მე ვფიქრობ, ალბათ, დადგება დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილზე, რომელიც ეკლესიაში არსებულ ვითარებას ეხება.

კომენტარები