შეწყალების კომისია

საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალს და 1 არასრულწლოვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.

93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა,რომელთაგან 6 ქალი და 1 არასრულწლოვანია", - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალს.

კომენტარები