დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ჯეჯელავა: მე და კალაძემ პატრიარქს დეკანოზის საქმეზე ინფორმაცია მივაწოდეთ

ალექსანდრე ჯეჯელავა

ვიცეპრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მან და კახა კალაძემ პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

"ჩვენ [ალექსანდრე ჯეჯელავამ და კახა კალაძემ] ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქსაც და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებსაც და მათი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, როცა ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, საქმე, ცალსახად, უნდა მივიდეს ბოლომდე. დარწმუნებული, ვარ, ასეც იქნება. ჩვენი ხელისუფლება, პირადად პრემიერი, დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს, იმას, რომ გამოძიება სამართლიანად, გამჭვირვალედ წარიმართოს და ბოლომდე მივიდეს", - ამბობს ჯეჯელავა.

დღევანდელისგან განსხვავებით, ორი დღის წინ, საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ, ვიცეპრემიერებმა თქვეს, რომ პატრიარქი მოინახულეს და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საუბარი მათ არ ჰქონიათ.

კომენტარები