თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება ნახევარი საათით შეეზღუდა.
როგორც ტაბულას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, საჭირო გახდა სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. სომხეთის ენერგოსისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო, სისტემათაშორისო ხაზი გამოირთო, რამაც გამოიწვია ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და რუსთავის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგათ.





