ბიუჯეტი 2017

ბიუჯეტს Black Sea Arena-ს შენახვა 1 მილიონი ლარი უჯდება

black sea arena

10 ათას ადგილიანი საკონცერტო დარბაზის, Black Sea Arena-ს შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონი ლარი უჯდება. დარბაზის ფინანსების შესახებ შპს ბლექ სი არენა ჯორჯიას დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა.

შპს ბლექ სი არენა თავდაპირველად ივანიშვილის პანამურ ოფშორს, ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალს ეკუთვნოდა, 2016 წლის ივლისში კი ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ქართუ ფონდმა ობიექტი უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადასცა.

"ადგილი, სადაც არენაა განთავსებული, საჭიროებს ტენიანობის შენარჩუნებას ანუ შენობას ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა სჭირდება. იქ არიან ელექტრიკოსები; გვაქვს მაღალი დონის სახანძრო და სხვა სისტემები, რომელსაც ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება. ასევე, შენობას დაცვის სამსახური. ამჟამად 106 ადამიანია დასაქმებული და 106-ვე თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. სეზონზე კი, კერძო ღონისძიებებისთვის ალბათ რამდენიმე ადამიანის დამატება მოხდება",- ამბობს დარბაზის დირექტორი დიმიტრი ბერიძე.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ ქართუს ინიციატივით დაიწყო, ფონდის ცნობითვე დარბაზის მშენებლობა $115 მილიონი დოლარი დაჯდა. 

20 მაისს დარბაზში როკ ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტი გაიმართება, რაშიც ბიუჯეტი 5.5 მილიონლარს გადაიხდის.

კომენტარები