აშშ-რუსეთის ურთიერთობა

თეთრი სახლი: ტრამპი რუსეთის მთავრობისგან ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას ელის

Reuters

თეთრი სახლის პრესმდივნის, შონ სპაისერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად გამოხატა, რომ ის ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციას მოელის.

"პრეზიდენტმა ნათლად დააფიქსირა, რომ რუსეთის მთავრობისგან უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციასა და ყირიმის დაბრუნებას მოელის. ამავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას", - განაცხადა შონ სპაისერმა. 

სპაისერის თქმით, ტრამპს რუსეთთან მიმართებით მკაცრი პოზიცია აქვს და რუსეთს სანქციები მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემდეგ მოეხსნება.

კომენტარები