საქართველოს პატრიარქი

მიტროპოლიტი დიმიტრი: ექიმები გვაიმედებენ, რომ ოპერაცია კარგად დამთავრდება

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ოპერაცია დღეს, თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყება. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის თქმით, "მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება". რუსთავი ორთან საუბარში მანვე აღნიშნა, რომ "პატრიარქთან ურთიერთობა გვაქვს, ძალიან კარგად არის".

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმითვე, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი ბერლინში იმყოფება. რაც შეეხება საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებას, დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ "ინფორმაცია გვაქვს, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ყველანაირად ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას".

საქართველოს პატრიარქს ოპერაცია ბერლინში, ლაპარასკოპიული მეთოდით, ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდება.

კომენტარები